საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადალახვის შანსი დაკარგა. ვაისის შეგირდებმა მოლდოვასთან სახლში 2 ქულა დაკარგეს. შეხვედრა დინამო-არენაზე ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-16 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, მოლდოვამ კი 78-ე წუთზე გაათანაბრა.
საქართველო 4 მატჩში მოპოვებული 2 ქულით ქვეჯგუფში მეხუთე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველები 2017 წლის 24 მარტს ასევე დინამო არენაზე სერბეთთან გამართავენ.