ამერიკელი ხალხის არჩევანით იმედგაცრუებულია ევროპარლამენტის პრეზიდენტი. მარტინ შულცი ამბობს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში გართულდება.
„როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მე მას გამარჯვებას ვულოცავ. ვფიქრობ, მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა გაგვიჭირდება, მაგრამ შეერთებულ შტატებს აქვს შესანიშნავი კონსტიტუცია და ის ყველა პრეზიდენტმა უნდა დაიცვას. ეს არ იქნება ადვილი, რადგანაც ტრამპის საარჩევნო კამპანია პროტექციონიზმის, სექსიზმის და ეთნიკური უმცირესობების შევიწროვების ელემენტებს შეიცავდა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანია განსხვავდება რეალური პოლიტიკისგან, რისი იმედიც გვაქვს,“-განაცხადა შულცმა.