დონალდ ტრამპს გამარჯვება თურქეთის პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა. ბინალი ილდირიმმა ახლადარჩეულ პრეზიდენტს პირველი თხოვნით უკვე მიმართა. თურქეთის მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალებაში ბრალდებული ფეთულა გიულენს ანკარას გადასცემს. ანალოგიური მოთხოვნით ანკარამ ვაშინგტონს უკვე რამდენჯერმე მიმართა.