შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა პროგნოზმა უკვე მოახდინა გავლენა აზიურ ბაზარზე.  ალბათობამ, რომ შტატების 45- ე პრეზიდენტი შესაძლოა დონალდ ტრამპი გახდეს, იაპონური ინდექსის, „ნიკეის“ ვარდნა გამოიწვია.  ინდექსი 2, 5 მეათედი პროცენტით შემცირდა.  ვარდნას განაგრძობს „დოუ ჯონსის“ ინდექსიც, რომელიც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,  625 პუნქტით დაეცა. მექსიკური  პესო 10 პროცენტით გაუფასურდა და რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.