ამერიკის 45-ე პრეზიდენტი სავარაუდოდ დონალდ ტრამპი გახდება. დონალდ ტრამპმა გადამწყვეტ შტატებში მოიგო. რესპუბლიკელ კანდიდატს მხარი ფლორიდამ, აიოვამ, ოჰაიომ და ჩრდილოეთ კაროლინამაც დაუჭირა. ამ დროისათვის მას 52 083 733 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი 50 943 523. შესაბამისად, ტრამპს 48,2 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, კლინტონს- 47,2. იმისათვის, რომ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდეს, კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიიდან 270 ხმა უნდა მიიღოს. ამჟამად ტრამპს 244 ხმა აქვს, კლინტონს- 215.