აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ საარჩვენო უბანზე მეუღლესთან ბილ კლინტონთან ერთად გამოცხადდა.
Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს. ამასთან, Reuters/Ipsos-ის მიერ არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებული კვლევით, ჰილარი კლინტონს არჩევნებში გამარჯვების 90%-იანი შანსი აქვს.