უკრაინის მთავრობა ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას 9 ნოემბერს განიხილავს. უკრაინის ვიცე-პრემიერ პაველ როზენკოს განცხადებით, სააკაშვილის დათხოვნის წარდგენით პრეზიდენტს მთავრობამ უნდა მიმართოს
უკრაინული პრესის ცნობით, მან სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.