ნიუ-ჰემპშირის შტატის პატარა სოფლის დისკვილ-ნოტჩის ექვსმა მცხოვრებმა საპრეზიდენტოი არჩევნებში თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. უძველესი ტრადიციით, ამ სოფლის მცხოვრებლები პირველი ამომრჩევლები არიან. ტელეარხ USA Today-ის ცნობით, მათმა უმეტესობამ მხარი ჰილარი კლინტონს დაუჭირა.
დისკვილ-ნოტჩის მცხოვრებლებმა ხმა ადგილობრივი დროით 00:01 საათზე მისცეს. ოთხმა ამომრჩეველმა დემოკრატების კანდიდატს ჰილარი კლინტონს დაუჭირა მხარი, ორი ხმა კი რესპუბლიკელების კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მიიღო. შუაღამეს ხმის მიცემის ტრადიცია 1960 წელს გაჩნდა, როდესაც სოფელმა ამ უჩვეულო დროს არჩევნების ჩატარების უფლება მიიღო. უბანი ოფიციალურად 00:00 საათზე იხსნება და ერთ წუთის შემდეგ იხურება.