"მონაკომ" კიდევ ერთი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მონეგასკებმა "ნანსის" 6 უპასუხო გოლი გაუტანეს - 6:0. შეხვედრაში რადამელ ფალკაომ დუბლი შეასრულა. ასევე დუბლი მიითვალა მის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა გვიდო კარილიომაც. თითო გოლი კი კილიან მბაპემ და ფაბინიომ გაიტანეს. "მონაკო" ლიდერ "ნიცას" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.