მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ "ტომთან" შეხვედრის წინა დღეს ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ამის გამო ფეხბურთელმა შაბათს გამართული გასვლითი მატჩი გამოტოვა.
როგორც კლუბის ხელმძღვანელობა იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.
ჯანო სავარაუდოდ ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. ქართველები 12 ნოემბერს თბილისში მოლდოვას უმასპინძლებენ.