რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვმა" "ურალს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. გადამწყვეტი ბოლო გოლი ლორიას კარში ურალის ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჭანტურიამ შეაგდო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გოლის ავტორმა თანამემამულეს სოციალური ქსელით მოუბოდიშა. რუსეთის უმაღლეს ლიგაში კრილია სოვეტოვი ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს.