თბილისის "დინამო" ალეკო ამისულაშვილმა დატოვა.
გუნდის კაპიტანი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თანაგუნდელებს დაემშვიდობა. "დინამოს“ პრეზიდენტის, მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ მას კლუბის სახელით მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
"კარიერის განმავლობაში დაახლოებით 4 წელი გავატარე "დინამოში" და ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის მარტივი არ ყოფილა. ჯერჯერობით არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას, ახლა მხოლოდ დასვენება მსურს,“-განაცხადა ამისულაშვილმა.
გუნდის კაპიტნის სამკლავურს დღეიდან „დინამოს“ მეკარე ნუკრი რევიშვილი მოირგებს.