საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან უკვე საფრანგეთში განაგრძობს. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სარკოზის შეხვდება.
საუბრის მთავარი თემა პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხები იქნება.
ეს თემები განიხილა სააკაშვილმა ასევე რუმინეთში პარიზში გამგზავრებამდე.
როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე აღინიშნა, საქართველო გახდება ნატოს ღირსეული წევრი და ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი იქნება რეგიონში. საქართველო ევროპის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პარტნიორი ხდება.