ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ იმ მწვრთნელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც საუკეთესო მწვრთნელის ტუტულისთვის იბრძოლებენ.
ფიფას რჩეულთა სია ასე გამოიყურება: კრის კოულმანი (უელსის ეროვნული ნაკრები), დიდიე დეშამი (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები), ხოსეპ გვარდიოლა (ბავარია/მანჩესტერ სიტი), იურგენ კლოპი (ლივერპული), ლუის ენრიკე (ბარსელონა), მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი), კლაუდიო რანიერი (ლესტერ სიტი), ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიის ეროვნული ნაკრები), დიეგო სიმიონე (ატლეტიკო), ზინედინ ზიდანი (რეალი).
კენჭისყრა ფიფაში საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენად 4-22 ნოემბერს გაიმართება.