დავით ყიფიანის თასის ფინალში ქუთაისის ტორპედო და მარტვილის მერანი ითამაშებენ. ნახევარფინალურ შეხვედრებში დინამო ტორპედოსთან 2:3 დამარცხდა. პირველ ლიგელმა მარტვილის „მერანმა“ კი საკუთარ მოედანზე ეროვნული ჩემპიონატის ლიდერს, საჩხერის ჩიხურას 3 უპასუხო გოლი გაუტანა. თასის ფინალი 22 ნოემბერს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.