გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე საფეხბურთო კარიერას ასრულებს. ამის შესახებ გერმანიის საფეხბურთო კავშირი იტყობინება. „ნაკრების შემადგენლობაში სერიოზულ წარმატებას მივაღწიე. ვფიქრობ, წასვლის დრო დადგა, მაგრამ ფეხბურთიდან არ მივდივარ. ვფიქრობ სამწვრთნელო კარიერაზე და თეორიას ვსწავლობ, რასაც იმედია, პრაქტიკაშიც გამოვიყენებ,“-აცხადებს 38 წლის ფეხბურთელი. გერმანიის ნაკრების ღირსებას მიროსლავ კლოზე 2001-2014 წლებში იცავდა.