ჩოგბურთელ ქალთა და ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა გასული კვირის შედეგების გათვალისწინებით განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. საქართველოს პირველი ჩოგანი მსოფლიო ასეულის მიჯნაზეა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ექვსი საფეხურით წაიწია წინ და 610 ქულით 101-ე ადგილს იკავებს. მიმდიანრე კვირას ქართველი ჩოგბურთელები რამდენიმე ტურნირში იასპარეზებენ.