ბელგიური ანტვერპენის მეკარე შესაძლოა არასპორტული საქციელისთვის დასაჯონ. ამის მიზეზი ტუბიზესთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტი გახდა. კვენტინ ბენარდომ ბელბოის ბურთი სახეში იმის გამო ესროლა, რომ ბიჭმა გოლკიპერისთვის ბურთის მიწოდება არ ისურვა. უხეშობისთვის ანტვერპენის მეკარეს რეფერიმ ყვითელი ბარათი უჩვენა.