პუერტორიკოელ მოკრივეს, ხუან მანუელ ლოპესს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის. ამის მიზეზი ვილფრედო ვასკეს-უმცროსთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტი გახდა. მე-11 რაუნდში ხუან მანუელს ნერვებმა უმტყუვნა და თავს მოწინააღმდეგის მწვრთნელს დაესხა. შედეგად მწვრთნელმა მძიმე დაზიანებები მიიღო.