კრიკეტში ინგლისის ნაკრების უნარშეზღუდული მოთამაშე უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. ლიამ ტომასს თამაშის დროს პროტეზი მოსძვრა. ბურთს დადევნებულმა სპორტსმენმა ტავი ვეღარ შეიმაგრა და დაეცა, რა დროსაც ხელოვნური ფეხი გასძვრა. მარცხის მიუხედავად, ტომასი ბურთს ცალი ფეხით მაინც დაეწია და პასიც ჩააწოდა.