ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსში სენსაცია მოახდინა. ნიკა კაჭარავამ 26 წუთში 4 გოლი გაიტანა.
"ეთნიკოსმა" "კარმიოტისა" 4:2 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო სწორედ ქართველი ფეხბურთელი აღიარეს.
9 ტურში მოპოვებული 8 ქულით "ეთნიკოსი" სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს სტუმრად "აპოლონთან" გამართავს.