ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში ერთმანეთს "ბარსელონა" და "გრანადა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
ნეიმარისა და რუბენ ვეზოს კამათი გასახდელშიც გაგრძელდა. ნეიმარმა ვეზოს ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.
არასპორტული საქციელის გამო ნეიმარს დისკვალიფიკაცია ელის.
"ბარსამ" კი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგო.