ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის გარემოცვიდან, ალან ჯუსოევი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ბავშვების გაყვანისათვის მხოლოდ ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის თანხმობა საკმარისი არ არის.
"მინდა ავღნიშნო, რომ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს დასახელება ახალგორის რაიონი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისაში ამ რაიონს ლენინგორის რაიონი ქვია. ამას გარდა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაყვანისათვის მხოლოდ ლენინგორის ადმინისტრაციის თანხმობა საკმარისი არ არის. ამისათვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობა და მშობლების მინდობილობაა საჭირო, რომ ისინი თანახმა არიან ბავშვები რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გავიდნენ",_ აცხადებს ალან ჯუსოევი ქართულ მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის კომენტირებისას, იმის შესახებ, რომ ახალგორის რაიონის ადმინისტრაციამ იქ მაცხოვრებელი ბავშვები თბილისში კოსტიუმების გამოფენაში მონაწილეონის მისაღებად არ გამოუშვა.
"ჩვენთან ლენინგორის რაიონში არსებობს რაიონული კულტურის სახლი, რომელსაც რაღაც გარეშე ორგანიზაციები კი არ აფინანსებენ, არამედ სამხრეთ ოსეთის მთავრობა აფინანსებს. მე არაფერი გამიგია იმის შესახებ, რომ ამ სახლს ევროკავშირი ან ბრიტანული ორგანიზაცია აფინანსებდეს. ეს კულტურის სახლი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ბალანსზე იმყოფება",_ აცხადებს ჯუსოევი.
მასალის გამოყენების პირობები