დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჯონ ბასს შორის.
აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებების განხორციელების საკითხები და არსებული ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.