ჯონდი ბაღათურია ითხოვს, რომ სიღარიბის სტატუსი ადამიანებს შემოსავლების მიხედვით მიენიჭოს. ამის შესახებ მორიგი განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, "ქართული დასი" მიესალმება გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ორი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას და იმედოვნებს, რომ დაიწყება ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა, რომელსაც მისი თქმით, "მილიონობით ჩვენი მოქალაქე ელოდება და მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს".
ბაღათურია აქცნეტს აკეთებს იმაზე, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტები მიუხედავად ყველანაირი ვადის გასვლისა, პარლამენტში განხილვაც არ დაწყებულა და იმედოვნებს, რომ ამ კანონების განხილვა პარალემნტის მუშაობის განახლებისთანავე დიაიწყება.
"დარულდა არჩევნები, შესაბამისად დასრულდა წინასაარჩევნო სპეკულაციები სოციალურ თემებზე, თუმცა კვლავ გრძელდება ურთიერთბრალდებები და შიდა ოპოზიციური კინკლაობა და აღარავის ახსოვს აღარც უფასო განათლება, აღარც ჯანდაცვა, აღარც პენსია - პენსიონერი და აღარც სიღარიბე", - აცხადებს ჯონდი ბაღათურია და იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია პარალმენტის მუშაობის დაწყებისთანავე შეიცვლება.
ამასთან იგი აქცენტრს აკეთებს სიღარიბის სტატუსის მინიჭების საკითხზე და განმარტავს, რომ მისი პარტიის მიერ მომზადებული პროექტით სიღარიბის სტატუსი ადანიანების შემოსავლის მიხედვით უნდა მიენიჭოთ.
"თუ ადამიანის ან ოჯახის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია, მას უნდა დაენიშნოს შემწეობა და მიეცეს უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისი", - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
მისი თქმით, აღნიშული კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეცემა და იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხის ამოქმედება შემოდგომიდანვე იქნება შესაძლებელი.