მიმდინარე წლის 2 – 4 დეკემბერს უნგრეთის ქალაქ - გიორში ტარდება მსოფლიო თასის გათამაშება ფარიკაობაში. ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, ექვსი ქართველი მოფარიკავე გაემგზავრება. სპორტსმენები იასპარეზებენ ხმლებით, როგორც პირად ასევე გუნდურ შეჯიბრებებზე.
ფარიკაობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მეცამეტე ადგილს იკავებს. უნგრეთში ქართველი მოფარიკავეების მონაწილეობა ხელს შეუწყობს მსოფლიოს რეიტინგში გუნდის პოზიციების გაუმჯობესებას.
ვითიბი ბანკი, აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ხელს უწყობს სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, რაც ეხმარება მათ მომავალ განვითარებას და წინსვლას.