"ალიანსი საქართველოსთვის" წერის, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში კოკა გუნცაძე "ალიანსის" დატოვების შესახებ განმარტებით განცხადებას გააკეთებს.
"ამ დრომდე კოკა გუნცაძეს "ალიანსი საქართველოსთვის" წასვლის შესახებ არც განცხადებით და არც ისე არ მოუმარტავს. მართალია ის ბოლო პერიოდში საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად არ იყო ჩართული და თუ მან ასეთი გადაწყვეტილებას მიიღებს გუნცაძე ყოველთვის იყო და დარჩება ჩვენს მეგობრად", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პეტრიაშვილმა.
მისივე შეფასებით, თუ პოზიციებში განსხვავებული ხედვები გამო კოკა გუნცაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოღვაწეობას გადაწყვეტს "ალიანსი" ამ ფაქტზე განსაკუთრებული პოზიცია არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისის არჩევნების შემდეგ ალიანსი საქართველოსთვის სოზარ სუბარმა და კოკა გუნცაძემ დატოვა.