ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ სპარტაკთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ამის შესახებ მოსკოვური კლუბი საკუთარ ვებ-გვერდზე იტყობინება.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, 24 წლის ქართველი "სპარტაკში" 2021 წლის 31 მაისამდე ითამაშებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანანიძით მილანის "ინტერი" და რამდენიმე ესპანური კლუბი იყო დაინტერესებული.