რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიო სერგეი ლავროვი კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "რუსეთი კი არ დასხმია თავს ცხინვალს, არამედ საქართველო. ამიტომაც ვიცით რა საქართველოს რეჟიმის აგრესიული ინსტიქტები, აუცილებელია მივიღოთ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შარშან მომხდარი მოვნელების განუმეორებლობის საშუალებას მოგვცემდა",_ აცხადებს სერგეი ლავროვი.
მისივე თქმით, " გასული წლის აგვისტოში კოდორის ხეობის გატავისუფლების შემდეგ იქ ნაპოვნი დოკუმენტებიდან მტკიცდება,რომ საქართველო ანალოგიურ თავდასხმას აფხაზეთზეც გეგმავდა. ამიტომაც ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ თბილისსა და სოხუმს შორის უნდა მოხდეს".
"მედვედევისა და სარკოზის მიერ ხელმოწერილ ორ დოკუმენტში 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ევროკავშირს აქვს აღებული ვალდებულება ძალის გამოუყენბელობისა და ჩვენ, ჩვენს აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად ვფიქრობთ, რომ ევროკავშირი შეასრულებს კიდეც მათ",_ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთი მაინც შეეცდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი გაფირმდეს,იმიტომ რომ "ჩვენ საქართველოს ხელისუფლების ჩვევებს კარგად ვიცნობთ".