საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს ალმაათის "ქაირათმა" კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაციას ყაზახური კლუბი ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
ახალი კონტრაქტით ცხადაძე "ქაირათს" 2019-წლამდე გაწვრთნის. ქართველმა სპეციალისტმა გუნდი წელს ჩაიბარა. კლუბის ხელმძღვანელობა მის მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებს.
"ვფიქრობ, წელს ცუდად არ გვიმუშავია. გუნდში საერთო ენის გამონახვაც მოვახერხეთ. ჩემთვის დიდი პატივია "ქაირათის" გაწვრთნა. გუნდის პროგრესისთვის აქ ყველა მაქსიმუმს აკეთებს. ამ გადაწყვეტილებაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას", - გააცხადა ქართველმა მწვრთნელმა.