ინგლისის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ კამბრიაში, 52 წლის ტაქსის მძღოლმა დერიკ ბირდმა 12 ადამიანი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. სროლის შედეგად დაშავდა 25 ადამიანი. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
კამბრიელის პოლიციამა მკვლელის გვამი ახლო მდებარე ტყეში იპოვა.
ბრიტანელი სამართალდამცავების განცხადებით, ასეთი რამის წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ, რადგან მკვლელობები ძალიან პატარა ქალაქში, დროის მცირე მონაკვეთში განხორციელდა.
მათივე განცხადებით, სავარაუდოდ მკვლელი სულით ავადმყოფი იყო.