ლონდონურმა ჩელსიმ ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურში მანჩესტერ იუნაიტედი დიდი ანგარიშით დაამარცხა. მანჩესტერელებმა სტენფორდ ბრიჯზე 4 უპასუხო გოლი გაუშვეს. მათი კარი შეხვედრის პირველივე წუთში პედრომ აიღო. 21-ე და 62-ე წუთზე მანჩესტერს კეჰილმა და აზარმა გაუტანეს. 70-ე წუთზე კი კანტემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.