ბარსელონას ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა თანაგუნდელებს 8 კვირის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება. ვალენსიასთან გასვლით შეხვედრაში ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო. მოედნიდან ის საკაცით გაიყვანეს. როგორც ფეხბურთელი ამბობს, ტრავმა შესაძლოა გაცილებით სერიოზული ყოფილიყო. „ეს ჩემთვის ადვილი არ იქნება. რეაბილიტაციას რამდენიმე კვირა დასჭირდება, თუმცა უარესიც შეიძლება ყოფილიყო. მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თბილი სიტყვებისთვის,“აცხადებს ინიესტა.