ესპანეთის სამეფო კლუბი საკუთარ სტადიონზე ბილბაოს დაუპირისპირდა. მასპინძლებს სანტიაგო ბერნაბეუზე მეტოქის დამარცხება გაუჭირდათ. მადრიდელები 2 ქულის დაკარგვისგან შეცვლაზე შემოსულმა მორატამ იხსნა. საბოლოოდ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ამ მოგებით რეალი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დამკვიდრდა.