კახეტში ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ჭიაურის ტყე დატბორა, იქ 5 ადგილობრივია ჩარჩენილი. მათთან დაკავშირება ამ დროისათვის ვერ ხერხდება.
როგორც რადიო "ჰერეთს" სოფელ ჰერეთისკარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტარიელ ქიმაძემ განუცხადა, რუსლან და კოტე ხარიაშვილებმა, ასევე ჯამბულ ნოზაძემ და მათმა სტუმრებმა წუხანდელი ღამე ტყეში გაათენეს, რადგან გზაზე გამოსვლა ვერ მოახერხეს.
ქიმაძის თქმით, "ტყეში ჩარჩენილების დასახმარებლად სამაშველო სამსახურია გამოძახებული. ისინი ჭიაურის ტყეში ჯიპებით უკვე შევიდნენ".