დანიის "სუპერლიგის" მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა დავით სხირტლაძის ბენეფისით დასრულდა. "სილკებორგმა" გასვლაზე "ვიბორგს" 1:3 მოუგო.
ქართველმა თავდამსხმელმა 77 წუთი ითამაშა და მეტოქის კარში სამი ბურთი შეაგდო.
ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 7 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილს იკავებს.