მადრიდის რეალის ხელმძღვანელობასა და გუნდის ლიდერ კრიშტიანო რონალდოს შორის მოლაპარაკება კონტრაქტთან დაკავშირებით გაჭიანურდა. გამოცემა „მირორის“ ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. 31 წლის პორტუგალიელს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბი მას სამწლიან კონტრაქტს სტავაზობს, რონალდოს კი რეალში თამაში კიდევ ხუთი წელი სურს. რაც შეეხება კონტრაქტის ფინანსურ მხარეს, უკვე ცნობილია, რომ რონალდო ყოველწლიური ანაზრაურების სახით 21 მილიონ ევროს მიიღებს.