ფრანგული მარსელის ფეხბურთელებმა ბუნა სერმა და ზინედინ მაშაშმა ვარჯიშზე იჩხუბეს. ამის შესახებ გამოცემა L'Equipe იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელების დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვა საბოლოოდ მათმა თანაგუნდელებმა შეძლეს. თუ რა გახდა ჩხუბის მიზეზი, უცნობია.