საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ფიზმომზადებას ასახელებს.
„მოგება მეც ძალიან მინდა, მაგრამ ასეთი ფიზიკური მომზადებით ჯერჯერობით გვიჭირს. რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბი გამოიცვალა და ნაკრებისთვის დიდი პრობლემაა, რომ მათ კლუბებში არ ეძლევათ სათამაშო დრო. ეს ყველა ფეხბურთელს ეხება - თუ ისინიი კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩამოვლენ, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ, „-აღნიშნა ვაისმა.