მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ 25 წლის პორტუგალიელი ლამაზმანი მარისა მენდესი სამუშაოდ აიყვანა.
მარისა სოციალურ ქსელებზე იქნება პასუხისმგებელი, სადაც კრიშტიანოს 200 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
მარისა რონალდოს აგენტის, ხორხე მენდესის ქალიშვილია. ხორხე მენდესი უკვე 10 წელია, რონალდოს აგენტად მუშაობს.