"ქართული დასის" 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებში ოპოზიციის დამარცხების ორ მიზეზს ასახელებს. როგორც დრეს გამართულ ბრიფინგზე ჯონდი ბაღათურიას თანაგუნდელმა გია ბაშარულმა განაცხადა, თვითმართველობის არჩევნების შესახებ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგი საგანგაშოა.
"50 ადგილიან საკრებულოში 39 ადგილი ხელისუფლებამ მიიღო, ხოლო ოპოზიციას მხოლოდ 11 ადგილი შეხვდა. უფრო მძიმე მდგომარეობაა შექმნილი რეგიონებში. ასეთი მძიმე შედეგები გამოიწვია ერთის მხრივ ოპოზიციის დაქსაქსულობამ, ხოლო გადამწყვეტი როლი უსამართლო საარჩევნო გარემომ ითამაშა", - აღნიშნა ბაშარულმა.
დღესვე "ქართულმა დასმა" პოლიტიკურ პარტიებს ახალი საარჩევნო კოდექსის მომზადება შესთავაზა, სადაც განსაკუთრებული კონტროლი თანხების ხარჯვაზე, თანაბარი წინასაარჩევნო დროსი გამოყოფას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საარჩევნო ადმინისტრაციის თანაბრად დაკომპლექტებაზე უნდა დაწესდეს.