"ეროვნული საბჭო" არ მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ბარიერის გადალახვა წარმატებაა. ამის შესახებ "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კუკავას განმარტებით, ოპოზიციის არჩევნებში მარცხი მისმა დაქსაქსულობამ და ერთიან კანდიდატზე უარის თქმამ გამოიწვია.
"დღევანდელ საქართველოში წარმატება შეიძლება იყოს მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა. მიგვაჩნია რომ მთავარი, რამაც ხელი შეუშალა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვებაში იყო ოპოზიციის დაქსასულობა და უარი ერთიანი კანდიდატის შერჩევაზე", - განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, "ეროვნული საბჭო" აგრძელებს ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის შეცვლისათვის:
"ამ პროცესში ვითანამშრომლებთ ყველასთან ვისი ამოცანაც არის ხელისუფლების რეალურად შეცვლა და არა მის ორბიტაზე მოძრაობა", - აღნიშნა კუკავამ