სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარომადგენელი პიტერ სემნები აფხაზეთში მოახლოებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონოდ აფასებს.
"ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება იმ კონსტიტუციურ ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ", - განაცხადა სემნებიმა "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, "ევროკავშირის პოლიტიკა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებას გულისხმობს, მეორე კი, კონტაქტების დამყარებას ყველა მხარესთან".
რაც შეეხება სეპარატისტული რესპუბლიკების და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობას, სემნებიმ აღნიშნა, რომ "ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებულ მხარეებს შორის სხვადასხვა დონეზე კონტაქტების დამყარებაა".
"ნებისმიერმა კონტაქტმა შეიძლება ნაყოფიერ დისკუსიამდე მიგვიყვანოს, მათ შორის იურიდიულ საკითხებში. მაგრამ აქამდე, როგორც ჩანს, შორსაა. ახლა მთავარია ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება. აქედან უნდა დავიწყოთ", - აღნიშნა მან.