"ალიანსმა საქართველოსთვის" 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით 200-დე საჩივარი შეიტანა. ამის შესახებ დღეს, გამართულ ბრიფინგზე "ალიანსის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, სადაც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა.
ალასანიას განცხადებით,, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ადგილი ჰქონდა მთელ რიგ კანონდარღვევებს. "ალიანსის" ლიდერის მტკიცებით, 30 მაისის არჩევნებზე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის მასობრივი გამოყენების, სპეცუბნების მეშვეობით მანიპულირების, დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის და კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევის ფაქტები. მისივე თქმით, ყველა ამ დარღვევაზე "ალიანსი" სათანადო რეაგირებას მოახდენს:
"ყველა ამ ფაქტზე ჩვენ ვახდენთ სათანადო რეაგირებას. შეტანილი გვაქვს ორასამდე საჩივარი. ჩვენს ხელთ არის ამომრჩევლებზე ზეწოლის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერებიც. მესმის, რომ ურთულესია, შეებრძოლო უსამართლობას კანონიერი მეთოდებით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის საარჩევნო პროცესი არის პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა", - განაცხადა ალასანიამ.