საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან ასათიანმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იცხაკ გერბერგი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა უკანასკნელ დღეებში ისრაელის აკვატორიასთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
ასათიანმა ისრაელის ელჩისგან დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო და ისრაელის ოფიციალური პოზიცია მოისმინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.