ქრისტიან-დემოკრატები სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების პროცესზე მონიტორინგს განახორციელებენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვლმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"სწორედ ქსრიატიან-დემოკრატების ორწლიანი ბრძოლის შედეგად ივლისიდან ძალაში შედის უმწეოთა დახმარების მიღების მსრურველთა შეფასების ახალი კრიტერიუმები. სწორედ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის შედეგად მთავრობამ გადახედა ქულების მინიჭების სისტემას და ახალი დადგენილება შეიმუშავა, სადაც გათვალისწინებულია ჩვენი მოთხოვნების დიდი ნაწილი", - აცხადებს მაგდა ანიკაშვილი, თუმცა სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ გაუთვალისწინებელი დარჩა მისი პოლიტიკური ძალის მოთხოვნა მრავალშვილიანობის განსაკუთრებულ ფაქტორად მიჩნევის თაობაზე.
"ქრისტიან-დემოკრატები კვლავ მოვითხოვთ რომ მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ მიდგომა იყოს განსხვავებული და ქულების დაანგარიშების პროცესში ამ ოჯახების სტატუსს უპირატესობა მიენიჭოს", - აცხადებს ანიკაშვილი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად შეტანილი ცვლილებისა, ჯერჯერობით იმაზე საუბარი თუ რამდენად გამართლებული იქნება ახალი სისტემა ძნელია და აცხადებს, რომ ამაზე საუბარი რამდენიმე თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ანიკაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია "ქაღალდზე დაწერილი პრინციპი რეალურად განხორციელდეს" და აცხადებს, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" აღნიშნულ პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ და მოსახლეობასაც მოუწოდებენ აქტიურად ითანამშრომლონ მის პოლიტიკურ ძალასთან.
"ქრისტიან-დემოკრატები ვგეგმავთ მონიტორინგი გავუწოთ ახალი სისტემის დანერგვას. პარტიის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენელბი ადგილობრივ დონეზე მაქსიმლალურად იქნებიან ჩართულნი უმწეოთა შეფასების პროცესში და რეაგირებას მოახდენენ უსამართლო გადაწყვეტილების მიღების ყოველ შემთხვევაზე. ჩვენ ასევე დახმარებისათვის მივმართავთ მოსახლეობას და მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს ვისაც მიაჩნია რომ შეფასებისას მათ უსამართლდ მოექცნენ. მოგვაწოდოს ეს ინფორმაცია და ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ეს შეცდომები გამოსწორდება და თავიდან ავიცილებთ უმწეოთა არაობიექტურ შეფასებას", - აცხადებს მაგდა ანიკაშვილი.