ხვალ, 3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ვენეციასა და კვიპროსის რესპუბლიკაში გაემგზავრება.
პარალმენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე ვენეციის კომისიის მეოცე საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნლი ღონისძიებას დაესწრება.
კვიპროსის რესპუბლიკაში კი ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე დაგეგმილია კონფერენციაზე დავით ბაქრაძის სიტყვით გამოსვლა, სადაც იგი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფგორმების შესახებ ისაუბრებს.