ედპ ითხოვს, რომ შემუშავდეს ახალი საარჩევნო კოდექსი და კოდექსის პროექტის შესამუშავებლად შეიქმნას მაღალი დონის კომისია. აღსანიშნავია რომ აღნიშნული მოთხოვან ედპ-მ ჯერ პარტიის ოფისში შემდეგ კი პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. აღნიშნულთან დაკავშირებით ედპ-ს წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ "სტრუქტურა უნდა იყოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია, სადაც გაერთიანდებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ცესკოს, პოლიტიკური პარტიების და არასამთავბრობო ორგანიზაციების უფლებამოსილი პირები".
ამ ინიციატივას კი ჩახვაძის თქმით, განსაკუთებული მნიშვნელობა ექნება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის.
"ამიტომაც ჩვენს პოლიტიკურ ძალას მიაჩნია რომ ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა უნდა გახდეს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური საკითხი და აღნიშნულ საკითხზე იმუშაოს მაღლი დონის სტრუქტურამ ისევე როგოც მუშაობა მიმდინარეობს საკონსტიტუციო პროექტზე", - განაცხადა ჩახვაძემ.