ევროკავშრის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისათვის უახლოეს მომავალში სავიზო რეჟიმი არ გაუქმდება.
რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მაიკლ უები აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიერ წარმოდგენილ უვიზო რეჟიმის პროექტს შეისწავლის, თუმცა საუბარი ვიზების სწრაფი გაუქმების შესახებ არ იქნება.
"ჩვენ რა თქმა უნდა, შევისაწავლით პროექტს, მაგრამ როგორც ევროკიმისარმა ბაროზუმ პრეზიდენტ მედვედევს განუცხადა, ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის და ამიტომ ახლა უვიზო რეჟიმზე გადასვლას ვერ შევძლებთ", _ აღნიშნა უებმა.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, უვიზო რეჟიმზე გადასვლა ხანგრძლივი პროცესი იქნება.