საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აფხაზეთს და ცხინვალის რეიგონს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას ლიტვის გარდა სხვა ევროპული ქვეყნის პარალმენტებიც მიიღებენ.
"უპირველეს ყოვლისა, ლიტვის პარალმენტს, მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართველი ხალხის სახელით მადლობა მინდა გადაუხადო იმიტომ, რომ ამ ქვეყნის პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა დაიწყო, როდესაც ევროპის პარლამენტარებმა თავის რეზოლუციაში ისედაც ნათელი ჭეშმარიტება დაადასტურეს, რომ საქართველოს ორი რეგიონი აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე ეთნიკური წმედენა მოხდა", _ განაცხადა ვაშაძემ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული რეზოლუციის მიღება ლიტვით დაიწყო, თუმცა მხოლოდ ამით არ დასრულდება.
"ეს იყო პირველი ევროპული ქვეყანა და მსგავს რეზოლუციას პირობას გაძლევთ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის პარლამენტი და ევროპარლამენტიც მიიღებს, თუმცა ის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო ძალიან ძლიერია და აქამდე ასეთი რეზოლუცია არ ჰქონია", _ განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი რასაც ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ეძახის საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ოკუპირებული რეგიონებია. ზუსტად ისე როგორც ერთ დროს კრემლი ავღანეთსა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას დამოუკიდებელ სახელმწიფოეს ეძახდა.
"ყველაფერი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებით იწყება და მინდა გითხრათ რომ ოკუპანტი ოკუპირებილი ტერიტორიიდან აუცილებლად წავა", - აღნიშნა ვაშაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ.